• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერი ქალბატონებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, სამი პირი 500-500 ლარით დააჯარიმეს

„თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, მათი დახმარებით ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამართლდნენ. ხოლო ის პირები, რომლებიც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ, დააჯარიმეს.

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, 2019 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებთან სამი მოქალაქე მივიდა და ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„დასცინოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, რომელს ერქვა მამაკაცის სახელი. ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ადგილზე მისვლის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც აღნიშნული სამი პიროვნების, ასევე დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების მიმართაც“, – წერს „თანასწორობის მოძრაობა“.

„თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, ამ შემთხვევის შემდეგ მათ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული ორი ტრანსგენდერი ქალი დაუკავშირდა. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ან/და პატიმრობას 14 დღემდე.

„ხანგრძლივი პროცესების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2019 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით შეწყვიტა სამართალწარმოება ტრანსგენდერი ქალების თ.ქ სა და მ.კ-ს მიმართ, ხოლო აღნიშნული პირებიდან ორი ლ.კ და ლ.ო ცნეს სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის და მათ დაეკისრათ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 500-500 ლარი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები :