• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს - ექსკლუზიური დეტალები მკვლელობის ადგილიდან

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. მოკლილია ორი პოლიციელი. შემთხვევა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. 

ორმაგ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. 

 პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძე, კერძოდ კი ძმიშვილის ქმარი, გვარად მანდარიაა (კარლო კოპალიანის ძმიშვილი გამგებლის მოადგილეა). 

ხოლო მეორე მოკლული ლენტეხიდანაა. 

ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. 

"მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.


თეგები :