• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ბექა კვიციანი დააკავა

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

ბექა კვიციანი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა. ის დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

თბილისის ზღვაზე 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა.


თეგები :