• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

სასტიკი მკვლელობა თბილისის ზღვაზე - ემზარ კვიციანის ძმისშვილს, რომელმაც საქართველოს ტერიტორია მკვლელობის შემდეგ დატოვა, პოლიცია ეძებს

36 წლის ბიზნესმენის ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე,  მთავარი მოწმის სტატუსით პოლიცია ბექა კვიციანს ეძებს, რომელიც მოკლულის ახლობელია და სავარაუდოდ სწორედ ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც ნოდარ ცხადაძე ნახა. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბექა კვიციანმა ემზარ ცხადაძეს სამსახურში მიაკითხა და ისინი ერთად გაემგზავრნენ. ცხადაძე თბილისის ზღვის მიდამოებში მოკლული იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით 14 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. კვიციანმა კი, საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა. 

ბექა კვიციანი პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის ძმისშვილია.


თეგები :