• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

"შვილიშვილს და რძალს ნათესავის ქორწილში წასვლის უფლებას არ აძლევდა" - დარჩელში ბაბუის მიერ შვილიშვილის დაჭრის დეტალები

გუშინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა სამეგრელოში, ბაბუასა და შვილიშვილს შორის. 

27 წლის მამაკაცი დანით მიყენებული ორი ჭრილობით რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

ოჯახური კონფლიქტი სოფელ დარჩელში გვიან ღამით  დაიწყო. 

მეზობლების ინფორმაციით, არნანიების ოჯახში ბაბუასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ოჯახური უთანხმოება გახდა. 82 წლის იაშა არნანია შვილიშვილს და რძალს ნათესავის ქორწილში წასვლის უფლებას არ აძლევდა. "თურმე ეუბნებოდა, ბავშვებს ტოვებთ, სად მიდიხართო," - ამბობენ მეზობლები.

შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის იაშა არნანია შემთხვევის ადგილზე დააკავა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.


თეგები :