• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ვაკეში ტაქსის მძღოლმა უკრაინიდან ჩამოსულ ტურისტ ქალს სცემა

თბილისში, ვაკის რაიონში ტაქსის მძღოლმა ტურისტს სცემა.

არსებული ინფორმაციით ტურისტი ქალია და ის უკრაინიდან არის საქართველოში ჩამოსული.

კონფლიქტის მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა. თვითმხილველების განცხადებით, ტაქსის მძღოლმა ქალი მანქანიდან გადმოადო და წააქცია, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.


თეგები :