• თბილისი
  • 12°C
  • 04 აპრილი, 2020
article

შსს: პირი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გასროლა განახორციელა, იდენტიფიცირებულია

შსს-ს ცნობით, პირი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ისროლა, იდენტიფიცირებულია.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი აღიარებს, რომ სროლა მან განახორციელა.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 236-ე მუხლით მიმდინარეობს, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. გასროლა აირის ხმოვანი სპორტული იარაღიდან მოხდა. ადგილზე ნაპოვნია ფუჭი ვაზნა.


თეგები :