• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ლევან ჯიქური 2 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდების მხარემ წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქმის პროკურორების განცხადებით ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება.

სასამართლოს სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალდება ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ვიდეოშიც ჩანს, ის ფარით მოქმედებდა, თუმცა ჯგუფურ ძალადობას არ ეთანხმება. ამასთან, ლევან ჯიქურმა და მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ უცნეს.

ასევე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა განაცხადა, რომ ის უკვე ცხრა დღეა შიმშილობს და შიმშილობას შეწყვეტს, თუ ბრალდებულ ლევან ჯიქურის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება იქნება გამოყენებული.

სასამართლოს დღევანდელ სხომაზე 20-21 ივნისის მოვლენებზე ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის სასამართლო გაიმართა. მათ შორის ზურა ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი ცოტნე სოსელია  ლევან ჯიქური ცოტნე ცოტნიაშვილი კახაბერ კუპრეიშვილი


თეგები :

ლევან ჯიქური