• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

თბილისში, ქვიარ ადამიანის მიმართ მუქარისა და სახლში შეჭრის მცდელობისთვის, არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით,  2019 წლის 18 სექტემბერს “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა ბენეფიციარი, რომელმაც განაცხადა, რომ უცნობი პირი ცდილობდა მის საცხოვრებელში შეჭრას, კერძოდ აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს. აღნიშნულმა პირმა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია.

ყველაფერი სოციალური ქსელებში კიბერ ბულინგით დაიწყო. სახლში შეჭრის მცდელობამდე, აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშიდა, უწერდა ჰომოფობიურ კომენტარებს საჯაროდ.

დაზარალებულმა მიმართა პოლიციას, “თანასწორობის მოძრაობის” იურისტები დაესწრნენ დაზარალებულის გამოკითხვას, დაზარალებულად ცნობას და უფლებების განმარტებას, საგამოძიებო ექსპერიმენტს, რის შემდეგაც ბრალდებული დაადგინეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებული არასწრულწლოვანია, მას გაუფორმდა განრიდების ხელშეკრულება. დაევალება ბრაზის მართვის კურსების გავლა, ასევე თავშესაფარში იმუშავებს უფასოდ გარკვეული საათების განმავლობაში. საქმეში გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი.


თეგები :