• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

"შიშველსაც მიღებდნენ, ფოტოებსაც და ვიდეოსაც... დედა მაფრთხილებდა, რომ ეს არავისთვის მეთქვა" - 12 წლის გოგონა, რომელსაც პორნოგრაფიული მასალისთვის აშიშვლებდნენ, ალაპარაკდა (ვიდეო)

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 12 წლის გოგონა 1tv-ს უყვება, რომ ფოტოსესიების დროს მას შიშველ ფოტოებსაც უღებდნენ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დედამისიც ესწრებოდა.

გოგონას აფრთხილებდნენ, რომ მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ფოტოსესიის შესახებ არაფერი ეთქვა. 

"ფოტოებს კაბებში მიღებდნენ. საცურაო კოსტუმშიც და მერე ფოტოების გადაღება ტანსაცმლის გარეშეც დაიწყეს. შიშველსაც მიღებდნენ. ფოტოებსაც და ვიდეოსაც. დედაჩემი ზოგჯერ ამ გადაღებას ესწრებოდა. მამა არასდროს დასწრებია ჩემს ფოტოსესიას. მაფრთხილებდნენ, რომ არავისთვის მეთქვა. შიშით არ მეშინოდა, რადგან მეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო“, - ამბობს 12 წლის არასრულწლოვანი.

ნახეთ ვიდეო:


თეგები :