• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ჯგუფს, რომელმაც ოჯახისთვის ფულის გამოძალვის მიზნით არასრულწლოვანი მძევლად აიყვანა, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებულები დ.მ., ვ.ხ., შ.მ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობის  ფაქტზე  ბრალდებული ლ.გ.  ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს  დ.მ.-ს,  ვ.ხ.-ს,  შ.მ.-ს და პ.დ.-ს ერთ-ერთი ოჯახიდან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, განზრახული ჰქონდათ აღნიშნული ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდება. 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით  ასევე დადგინდა, რომ ლ.გ.-მ ნამდვილად იცოდა აღნიშნული დანაშაულის მომზადების შესახებ, თუმცა არ შეატყობინა პოლიციის ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.მ.,  ვ.ხ.,  შ.მ., პ.დ. და ლ.გ.  2018 წლის 26 დეკემბერს  დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასმართლომ დ.მ.,  ვ.ხ.,  შ.მ., პ. დ. და ლ.გ. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ  და ზომად დ.მ.-ს,  ვ.ხ.-ს ,  შ.მ.-ს და  პ.დ.-ს  10-10 წლით, ხოლო ლ.გ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  


თეგები :