• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ახალციხეში გარემოვაჭრე ქალი ცემეს - "ეს კაცი ადგა და ცემა დაუწყო, სულ სახეში და თავში ურტყამდა"

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ბოსტნეულის გამყიდველი ქალი ცემეს. ქალს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა დღეს მოხდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარემოვაჭრე, რომელიც ბოსტნეულს ყიდდა, გვერდით მდგომმა მწვანილების გამყიდველმა მამაკაცმა ცემა.

დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. მამაკაცი, რომელიც 39 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილიდან მიიმალა.

რაღაცა ხურდებზე დაიწყეს ჩხუბი, შემდეგ ეს კაცი ადგა და ცემა დაუწყო, სულ სახეში და თავში ურტყამდა და გაიქცა,“ - განაცხადეს თვითმხილველებმა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწარფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომლებმაც ნაცემი ქალი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები :