• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ღამის კლუბში, უცხოელებისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხის გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ. დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :