• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

პოლიციის შეურაცხყოფისთვის პირი საქორწილო ექსკორტიდან აიყვანეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევის გამო, საქორწილო ექსკორტიდან ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ajaratv.ge ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს სამართალდამცველი ჯარიმას უწერდა, რა დროსაც მოქალაქემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია.

მძღოლი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


თეგები :