• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი სამართალდამცველებმა დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ვ.ბ., რომელიც თურქ პატიმართან ერთად გაიქცა, მარტო მგზავრობისას დააკავეს. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

მემინგენის ციხიდან ორი პატიმარი, მათ შორის, ერთი ქართველი  4 აგვისტოს გაიქცა. გერმანული პოლიციის ცნობით, პატიმრები ციხის ეზოში სეირნობისთვის გამოყოფილ დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ.

ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.


თეგები :