• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

გერმანიაში, ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით გასამართლებული ქართველი პატიმარი, თურქ პატიმართან ერთად ციხიდან გაიქცა

ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს გერმანიის ბავარიის რეგიონში. სამართალდამცველები მემინგენის ციხიდან გაქცეულ ქართველ პატიმარს ეძებენ.

ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა. გერმანული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა მოახერხეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით ფეხით მიიმალნენ. ბოლოს გაქცეული პატიმრები მემინგენის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. სამძებრო ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული.

პოლიციის ცნობით, თურქ პატიმარს მარცხენა მკლავზე ჭრილობა აქვს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ეჭვმიტანილების დანახვის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას დაუკავშირდნენ. გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.


თეგები :