• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

პოლიცია გურამიშვილზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმის გაყალბებას ცდილობს - მოკლულის ახლობლები

მოკლულთა ახლობლები ეჭვობენ რომ პოლიცია გურამიშვილზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმის გაყალბებას ცდილობს, რათა დანაშაული "სწრაფად გახსნან".   

ერთერთი გარდაცვლილის მეგობრის განცხადებით, პოლიცია შემთხვევითი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს, ხოლო განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, „ამ ეტაპზე გამორიცხავს“. 

საზარელი მკვლელობა, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა, 24 ივლისს, გურამიშვილის 74 ნომერში, საღამოს 7-დან 8 საათამდე დროის განმავლობაში მოხდა. მოკლულები 21 და 27 წლის ბიჭები არიან: შაკო ტყემალაძე და გუგა კოღუა.

ახალგაზრდების ცხედრები ერთერთი მოკლულის, შაკო ტყემალაძის მამამ, გრიგოლ ტყემალაძემ იპოვა. იქვე იყო მკვლელობის იარაღიც...

გრიგოლ ტყემალაძე შვილის მეზობლად ცხოვრობს და მას გარკვეული დროის განმავლობაში ელოდებოდა. ხოლო როცა შაკომ დააგვიანა, შვილის ბინაში მივიდა და კარი სათადარიგო გასაღებით გახსნა. 

„ბატონმა გრიგოლმა ნახა მათი ცხედრები. მათ შორის საკუთარი შვილის გვამი. ორივეს თავში აქვს ნასროლი...“, - გვითხრა შაკო ტყემალაძის ერთერთმა მეგობარმა.

პოლიციის ვერსია...

სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას უწყების წარმომადგენლები ფიქრობენ რომ ორი მოკლულიდან ერთერთ მათგანს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და მეგობარი მოკლა. ამის შემდეგ კი, თავი მოიკლა... 

პოლიცია არ აკონკრეტებს, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამუშავებს ვერსიას, რომელიც მოკლულთა ახლობლების აზრით, უკიდურესად ცინიკურია. 

„მიუხედავად იმისა რომ საქმე 109-ე მუხლით არის აღძრული, პოლიციელები სწორედ ამ ვერსიას განიხილავენ ყველაზე რეალურად“, - ამბობს პრესა.ჯისთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი. 

მოკლულთა მეგობრების ვერსია

„მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც კორპუსის ეზოში უამრავი ადამიანი იყო. თუმცა, მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ. 

ეს იყო განზრახ მკვლელობა და არა შემთხვევითი გასროლა და შემდეგ თვითმკვლელობა. 

ჩვენ იმასაც არ გამოვრიცხავთ რომ მკვლელმა ბიჭები მაყუჩიანი იარაღით დახოცა. იგივეს ფიქრობს ოჯახიც“, - ასეთია შაკო ტყემალაძის ახლობლების ვარაუდი.

მნიშვნელოვანი გარემოება: სისხლის კვალია როგორც ბინაში, ისე ლიფტთანაც, რისი ფოტო-მტკიცებულებაც მოვიპოვეთ.

შესაბამისად, გამოდის რომ ორი მოკლულიდან ერთერთი ლიფტთან იყო გასული და შემდეგ ისევ ბინაში აღმოჩნდა, თან ისე რომ მეზობლებს არც გასროლა გაუგიათ და არც დაჭრილის ბინიდან გამოსვლა... 

ეს მაშინ, თუ სისხლის კვალი მოკლულებიდან ერთერთს ეკუთვნის. ხოლო თუ ლიფტთან აღმოჩენილი სისხლი მათი არ არის, შემთხვევით მკვლელობასა და თვითმკვლელობაზე საუბარი უკვე ზედმეტია.

სხვა დეტალები...

ბინა, სადაც ორი ბიჭი მოკლული იპოვეს, შაკო ტყემალაძეს მშობლებმა უყიდეს და გაურემონტეს. შაკო უცხოეთში სწავლობდა და ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თბილისში. მან ახალ ბინაში გადასვლა მკვლელობამდე ერთი დღით ადრე - მეგობრებთან ერთად აღნიშნა...

შაკო ტყემალაძის დედ-მა¬მა იქვე ცხოვრობს. ცნობილია რომ ის  მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მშობლებს ესაუბრა და უთხრა რომ მალე მათთან გადავიდოდა, თუმცა, დააგვიანა... არც ტელეფონს პასუხობდა. 

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მოკლულის მამამ, გრიგოლ ტყემალაძემ შვილის ბინაში ასულიყო. თუმცა, კარი არავინ გაუღო, რის შემდეგაც ბინაში სათადარიგო გასაღებით შეაღწია და შვილი და მისი მეგობარი მოკლული იპოვა.