• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.

 


თეგები :