• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლუსი“ გაქურდეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლუსი“ გაქურდეს. მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინა და ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები იყვნენ.

ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ქურდობის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას „აიპლიუსი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.


თეგები :