• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

ბათუმის ბულვარში 16 წლის მოზარდი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს

ბათუმის ცენტრალურ ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი სცემეს, - ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. 

მათი თქმით, მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მას პოლიციის თანამშრომლებმა ველობილიკზე გადასვლა სთხოვეს. მითითებას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი, ასევე თვითმხილველების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცემისას ბიჭი ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ამ წუთებში არასრულწლოვანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში იმყოფება.

როგორც ექიმი ამბობს, მოზარდს თვალისთვის ხილული ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და სამედიცინო ექსპერტიზას საჭიროებს.


თეგები :