• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

სოფელ ხიდისყურში ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ - მოკლულია მამაკაცი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა. ცოლ-ქმარი ეზოში ნახეს. 50 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება თავის არეში აქვს და ის კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 70 წლამდე კაცი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და ის თანასოფლელია. დანაშაულის ადგილზე ორი ტიპის იარაღი - ცეცხლსასროლი და სანადირო იარაღია გამოყენებული. პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :