• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. 

კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.


თეგები :