• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

დღეს, პოლონეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ქართველის პროცესი გაიმართება

დღეს პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის მამუკა ხეცურიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საქმის მოსმენა ქალაქ ლოძში, დღის მეორე ნახევარშია დანიშნული. უკრაინიდან ექსტრადირებულ ეჭვმიტანილს უკვე ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო პროცედურები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხეცურიანს  სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

39 წლის ხეცურიანს პოლონეთში, ქალაქ ლოძში 28 წლის გოგოს სექსუალური მოტივით მკვლელობაში ადანაშაულებენ.

გოგო 20 ოქტომბერს გაუჩინარდა და მისი ცხედარი 6 დღის შემდეგ იპოვეს. ხეცურიანი უკრაინაში გასული წლის ნოემბერში დააკავეს.


თეგები :