• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ჯიბღაშვილმა სასამართლოზე მტკიცებულებებს შორის ეკლესიიდან პიროვნული დახასიათების ცნობა წარადგინა

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ეკლესიიდან ცნობა წარადგინა. ეს ცნობა მსახიობის პიროვნულ დახასიათებას ეხება.

ფაქტის ამსახველი ფოტო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარის თქმით, სასამართლოზე მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეს.

ლევან ჯიბღაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს 14:00-ზე ჩაინიშნა.


თეგები :