• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ახალი დეტალები ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ - პოლიციამ 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავა

პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაკავებულს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას ედავება, საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ-ერთია ამოღებული.

3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა, რომელიც 7 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 მაისს ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


თეგები :