• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში, 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, ახალგაზრდა კაცს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


თეგები :