• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი და „ქართული ოცნების“ აქტივისტი დააკავეს

საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი და „ქართული ოცნების“ აქტივისტი დააკავეს.

გიორგი ქიმერიძე სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებას მოქალაქეს 700 ლარის ქრთამის სანაცვლოდ სთავაზობდა.

გიორგი ქიმერიძე „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებს აქტიურად ესწრებოდა. ის გამგეობის სამხედრო განყოფილებაში ჯერ შტატგარეშე თანამშრომლად დაასაქმეს და ასრულებდა კონსულტანტის მოვალეობას, 2015 წელს კი კონკურსის წესით სამხედროს სამსახურის განყოფილების უფროსად დაინიშნა.  

საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის დაკავების ფაქტი თანამშრომლებმა თავდაპირველად დამალეს და განაცხადეს, რომ გიორგი ქიმერიძე ობიექტურ მიზეზების გამო სამსახურში ვერ გამოცხადდა. „კურიერის“ შეკითხვის დასმის შემდეგ კი მათ კომენტარი აღარ გააკეთეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


თეგები :