• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

ბათუმის კლუბებში უცხოელი ტურისტებისათვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინებით, გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში 6 პირი დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ეს პირები, თანამზრახველებთან ერთად, ბათუმის კლუბებში, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს  საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.

"გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- წერია განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :