• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

შსს-მ წავკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს დააკავა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წავკისში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა.

როგოროც ცნობილია, მკვლელობა წავკისში გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან: დავით და ლექსო ფეიქრიშვილები. მათ სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

დაპირისპირების მიზეზი ამ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ავტოავარია გახდა. ლექსო ფეიქრიშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეები სარფის საბაჟოსთან მაშინ დააკავა, როცა ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.


თეგები :

შსს