• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

პოლიციამ მოქალაქეებს, წინა წელთან შედარებით, 70%-ით მეტი ჯარიმა დააკისრა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, პოლიციამ მოქალაქეებს, წინა წელთან შედარებით, 70%-ით მეტი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნული ინფორმაცია ინფორმაცია IDFI- მა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის საწყის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ  დროის ხსენებულ მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებისათვის დაკისრებულია 31 106 828 ლარის ოდენობის ჯარიმა. 2011 და 2012 წლების შესაბამისი პერიოდების ანალოგიური ინფორმაცია IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო 2012 წლის აგვისტოს თვეში, რომელიც გამოიყურებოდა შემდეგნაირად: 2011 წლის 6 თვე - 21 134 952 ლარი, 2012 წლის 6 თვე - 18 276 641 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 12 830 187 ლარით (70%-ით).


თეგები :