
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ
- “პრესა.ჯი“
- 22:52 21.05.2020
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხანში დატოვეს.
ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ევროოკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე საქმის კუსრშია.