• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

დონეცკის ოლქში, შეტაკებების დროს, ქართველი ოფიცერი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ, შესაბამისად, მისი ვინაობას არ სახელდება.


თეგები :