• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს

ისრაელმა დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში მიიტანა,ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული ავიადარტყმის სამიზნე შიიტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეიარაღების საწყობი იყო. 

დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან მძლავრი აფეთქება მოხდა.

როგორც სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, საბრძოლო მასალების საწყობს თეირანი სირია-ირანის საჰაერო კორიდორის მეშვეობით იარაღით მუდმივად ამარაგებდა და აღნიშნულ იარაღს ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები იყენებდნენ, რომლებიც, „ჰეზბოლას“ მეთაურობით, ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან. 

კითხვაზე, განახორციელა თუ არა ისრაელმა საჰაერო დარტყმები, ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა: „ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ამგვარ ინფორმაციებზე."

გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანს და „ჰეზბოლას“ საშუალებას არ მისცემს ძალების კონცენტრირება მოახდინონ გოლანის სიმაღლეებზე.


თეგები :