• თბილისი
  • 7°C
  • 24 მარტი, 2019
article

"მზად ვარ, მარტომ შევაკავო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამა" - ტრამპი ჩინეთს ეწვევა

"მზად ვარ, მარტომ შევაკავო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამა. ჩინეთი ვერ შეცვლის სიტუაციას, თუ პეკინი ვერ გადაჭრის ამ პრობლემას, მაშინ  მარტო გავუმკლავდებით“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით.
ჩინეთი არ გამოეხმაურა ტრამპის კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჩინეთს ვიზიტად ეწვევა. ამ ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ჩინურ-ამერიკული ურთიერთობებისთვის.

ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიაში და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ამტკიცებდა, რომ ჩინეთი არის პასუხისმგებელი, ჩრდილოეთ კორეში ბირთვული იარაღის  გავრცელების კუთხით. მან არაერთხელ განაცხადა, რომ აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს ჩინეთის წინააღმდეგ, რათა შეამციროს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ქვეყანაში.

სამხრეთ კორეამ და იაპონიამ წვრთნების ახალი რაუნდი გამოაცხადეს, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, წვრთნები დაგეგმილი იყო, იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ  ჩრდილოეთ კორეის მიერ დაგეგმილ ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებს.

თეგები :

×