• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივლისი, 2019
article

სამხედრო მოსამსახურემ იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


თეგები :