• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

რატომ მალავს მაიორ ანესაშვილის გარდაცვალების რეალურ მიზეზს შს სამინისტრო?

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს კარალეთის ბაზაზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი გარდაიცვალა.

34 წლის სოსო ანესაშვილი წვრთნებში იღებდა მონაწილეობას, გავრცელებული ინფორმაციით, მან არასწორი მანევრირების შედეგად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

ექსპერტიზა სამხარაულის რეგიონულ ბიუროში ჩატარდა. გარდაცვლილი სპეცრაზმელი სოფელ ხელთუბანში სახლში უკვე გადაასვენეს.

შსს-ს განცხადებით, უბედური შემთხვევა მოხდა და გამოძიება მიმდინარეობს. 

თუმცა, "პრესა.ჯის" კონფიდენციალურმა წყარომ განხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

წყაროს ცნობით, გორის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში ტრაგედია დატრიალდა და ამის მიზეზი ხელმძღვანელობის თანამშრომლებისადმი უპატივცემულოდ მოქცევაა. 

წყარო იუწყება, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან გაყრის მუქარით, შიშის და წნეხის ფონზე, უცხადებენ რომ ნორმატივების ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებენ. 

25 თებერვალს კი ყველგვარი უსაფრთხოების დაცვის გარეშე, თვითნებურად დანიშნეს ნორმატივი ისე, რომ მოძრაობაც კი არ დაუკეტავთ. "სწორედ ამ წინდაუხედაობას მოჰყვა თანამშრომლის, მაიორ ანესაშვილის გარდაცვალება. სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, აწ გარდაცვლილი მაიორი მიმავალ მანქანას ჩამოეკიდა, რათა ფინიშის ხაზამდე დათქმულ დროში მისულიყო, რასაც შედეგად უბედურება მოჰყვა," - აცხადებს ინფორმატორი.

შსს-ს ცნობით კი, ოფიციალური ინფორმაცია უფრო დაწვრილებით მოგვიანებით გაავრცელდება.


თეგები :