• თბილისი
  • 7°C
  • 24 მარტი, 2019
article

ვინ მოკლა "გივი"?

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ბატალიონი "სომალის" მეთაური, მიხაილ ტოლტიხი, ზედმეტსახელად გივი, რვა თებერვალს საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს.

"დონეცკში, ტოლსტიხის კაბინეტში აფეთქება გაისმა და ხანძარი გაჩნდა. ამ დროს გივი შიგნით იმყოფებოდა",- განუცხადა ანონიმურმა წყარომ ინტერფაქსს.

მას არ გამოურიცხავს, რომ მკვლელობა შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებულია, "დონეცკში სიტუაციის ბოლო გამწვავებაში აქტიურობის გამო".

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დილის ექვს საათზე მოხდა.
"ეს არის ტერორისტული ომის გაგრძელება, რომელიც უკრაინელმა ძალოვანებმა დონბასის მცხოვრებლების წინააღმდეგ დაიწყეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

presa.ge უკვე წერდა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საველე მეთაურის, გივის თანამებრძოლის, არსენი პავლოვის, ზედმეტსახელად მოტოროლას, მკვლელობის შესახებ. იგი საკუთარი ბინის ლიფტში, 2016 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს.

რაც შეეხება "გივის", ის განსაკუთრებული სისასტიკითა და ტყვეთა მიმართ დაუნდობლობით იყო ცნობილი. მიუხედავად პრორუსული ინტერფაქსის ინფორმაციისა, ამ დრომდე დაუდგენელია, ვინ ააფეთქა "გივი". 

თეგები :

×