• თბილისი
  • 12°C
  • 19 მარტი, 2019
article

მოსულის ოპერაციაში ერაყის სამთავრობო ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს

ქალაქ მოსულის ტეროსისტებისგან გათავისუფლების მიზნით დაწყებულ ოპერაციაში ერაყის სამთავრობო ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ გაათავისუფლეს 9 სოფელი და დაიბრუნეს კონტროლი ქალაქთან მისასვლელ მთავარ გზებზე.

ამ დროისთვის, მოსულში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, "ისლამური სახელმწიფოს" 5 ათასამდე მებრძოლი რჩება.  ერაყის მთავრობას სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიციაც უწევს.

შაბათ-კვირას მოსულის რეგიონში ტერორისტების პოზიციებზე ავია დარტყმები ფრანგულმა გამანადგურებლებმა განახორციელეს.

თეგები :

×