• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს"

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერაყში, ქალაქ მოსულთან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

პენტაგონის ცნობით, მომწამვლელი ნივთიერების შემცველი რაკეტა აშშ-ის ავიაბაზა ქაიარასთან ახლოს ჩამოვარდა, სადაც ამერიკელი და ერაყელი სამხედროები იმყოფებოდნენ, თუმცა, შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსულს ბოლო ორი წელია ISIS აკონტროლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია უახლოეს კვირებში იგეგმება და ალბათ ჯიჰადისტების გაღიზიანებაც ამითაა გამოწვეული.

ცნობისთვის, ქიმიური იარაღის გამოყენება ბრძოლისას ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია.

თეგები :