• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

გურამ წიბახაშვილი და ტორესა მოსი - ვიზუალური მეხსიერება აქ.ახლა

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 

26 ივნისს, 20:00 საათზეყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. 

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდებამისი მოდერატორი მწერალი ტორესა მოსი იქნება.

სესიის - „ვიზუალური მეხსიერება - აქ.ახლაფარგლებში, გურამ წიბახაშვილი მის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ფოტო-არქივზე ისაუბრებს, რომელიც  საქართველოს უახლეს ისტორიას დეტალურად ასახავს. 

გასულ წელს თიბისიმ, გამომცემლობაინდიგოსთანთანამშრომლობით, პროექტი - „ზამთარი გატადანილიაგანახორციელა, რომელმაც 1990-იანი წლების საქართველოს შესახებ ფოტო-ალბომი, გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. წიგნში ავტორის 250-მდე ფოტო და მწერლის - ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები შევიდა.


თეგები :