• თბილისი
  • 31°C
  • 11 აგვისტო, 2020
article

“COANTE”-ს ბრენდის კვარცის სამზარეულოს ზედაპირების უახლესი კოლექციები „ზოდი“-ში.

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოფნა ბედნიერებას უნდა იწვევდეს. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ვიზუალურად ლამაზი ნივთები ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს. „ზოდი“ უკვე 12 წელია მომხმარებლებს ბუნებრივი ქვების (კვარცი, გრანიტი, მარმარილო, ონიქსი, ტრავერტინი) ყველაზე დიდ, საუკეთესო არჩევანს სთავაზობს საქართველოში. სამზარეულოს ზედაპირების შესახებ დეტალურად „ზოდი“-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნატა ნოღაიდელი გვესაუბრა.

– რა უპირატესობა აქვს კვარცს სხვა ბუნებრივ ქვებთან შედარებით და რატომ უნდა ავირჩიოთ კვარცი?

როდესაც სამზარეულოს ზედაპირის შერჩევას ვიწყებთ პირველი, რაზეც უნდა დავფიქრდეთ, ეკოლოგიურობაა. არაფერი გვგვრის სიმშვიდეს იმაზე მეტად, როდესაც ვიცით, რომ საკვები, რომლითაც ოჯახის წევრებს ან თუნდაც ნაცნობებს ვუმასპინძლდებით, ბაქტერიებისგან დაცულია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სამზარეულო სახლის უმნიშვნელოვანესი ადგილია. აქედან  გამომდინარე, ყველა ქალი ოცნებობს ისეთ სამზარეულოზე, რომელში ფუსფუსიც ბედნიერება იქნება. კვარცის ქვა, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზი და თანამედროვეა, აქვს  „მაგიური“ ძალა (იზიდავს დადებით ენერგიას). ასევე ის არის  ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხო, არ იკაწრება, შეგიძლიათ მასზე დადოთ ცხელი ჭურჭელი, არ რჩება ლაქა ცხიმის სახით. მისი ექსპლუატაციის ვადაც კი მინიმუმ ათჯერ აღემატება სხვა ანალოგებისას. 

– რამდენად მარტივია მისი მოვლა?

კვარცის მოვლა ძალიან მარტივია. მას არ სჭირდება განსაკუთრებული საწმენდი საშუალებები, არ იკრობს ბაქტერიებს. შესაბამისად, მასზე მომზადებული ნებისმიერი პროდუქტი შეგიძლიათ თამამად მიირთვათ.

– რატომ უნდა შევიძინოთ კვარცი „ზოდი“-ს ქსელში?

„ზოდი“ უკვე 12 წელია მომხმარებლებს ბუნებრივი ქვების (კვარცი, გრანიტი, მარმარილო, ონიქსი, ტრავერტინი) ყველაზე დიდ, საუკეთესო არჩევანს სთავაზობს საქართველოში. გარდა ამისა,  „ზოდი“-ს საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით  მზადდება მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა. ასე რომ, თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი სამზარეულოს ზედაპირი გამორჩეულად ლამაზი და ხარისხიანი იყოს, არჩევანი სწორედ კვარცზე უნდა გააკეთოთ. გვყავს მსოფლიოში ცნობილი კვარცის ქვების მწარმოებელი პარტნიორები, მათ შორის აღსანიშნავია თურქული კომპანია COANTE, რომლის უახლესი მოდელები უკვე ხელმისაწვდომია ჩვენ ქსელში.

P.S. ვანგას ნათქვამს თუ დავუჯერებთ, აღნიშნული ქვა ერთ-ერთია, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს შემოსავალზე. როგორც გაირკვა, ვანგას თქმით, მათ, ვისაც ფულის მიზიდვა და შოვნა აქვს გადაწყვეტილი, სულ მცირე, საფულით უნდა ატაროს კვარცის პატარა ნატეხი, აღარაფერს ვამბობთ სამზარეულოში მისი ამხელა დოზით გამოჩენაზე.


თეგები :