• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

ბილაინის მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერი მომსახურება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ

საერთაშორისო ჯგუფვიონისწევრიბილაინი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მომხმარებლებს ბილაინის მომსახურება ონლაინ არხებისMyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მეშვეობით მიიღონMyBeeline აპლიკაციით აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის ყველა მომსახურება, მათ შორის: ბალანსის შევსებამომსახურებებისა და ტარიფების აქტივაცია და დეაქტივაცია, ბალანსის შემოწმება, ხარჯების დეტალურად ნახვააპლიკაცია მუშაობს როგორც iOS, ისე ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ ტელეფონებზე და მისი გადმოწერა მარტივადაა შესაძლებელიhttps://beeline.ge/apps

ბილაინის ვებგვერდის beeline.ge და მასში ინტეგრირებულიპირადი კაბინეტისმეშვეობით, აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, გადარიცხონ თანხა, შეამოწმონ ბალანსი და დეტალურად ნახონ ხარჯები. ვებგვერდზე მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ შეიძინონ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტები როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით, გაიაქტიურონ ბილაინ კრედიტი და ავტომატური გადახდის მომსახურება.

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დღესაც აქტიურად განაგრძობსუსაფრთხოების მიზნით კომპანიამ დროებით დახურა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მდებარე მაღაზიებიბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე.


თეგები :