• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

თიბისი მომხმარებელს სესხების გადავადებას სთავაზობს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივ თავშეყრას უკავშირდება, შესთავაზოს სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

„სესხების გადავადება არ გამოიწვევს მომხმარებლებისთვის პროცენტის მომატებას. გადავადება შეეხება ყველა სახის სესხს, მათ შორის განვადებებს და საკრედიტო ბარათებს. შეღავათით სარგებლობა ნებაყოფლობითია და თუ მომხმარებლებს აქვთ სურვილი, შეუძლიათ გადახდა ჩვენი დისტანციური არხებით გააგრძელონ,” - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მომავალი კვირიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავება.  დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ. თიბისი მომხმარებლებს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა. საშეღავათო პირობების შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად. 


თეგები :