• თბილისი
  • 6°C
  • 22 იანვარი, 2020
article

საავტომობილო პროდუქციის პირველი ონლაინ მაღაზია

თეგეტა მოტორსი წარმოგიდგენთ მორიგ ინოვაციურ პროექტს, საქართველოში პირველ ელექტრონული კომერციის პლატფორმას საავტომობილო სფეროში shop.tegetamotors.ge, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო პროდუქტებისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიას. გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, საავტომობილო სფეროშიც შესაძლებელია უამრავი სიახლის შეტანა, აქედან გამომდინარე თეგეტა მოტორსი მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის მუდმივად ნერგავს სხვადასხვა სიახლეებს.

თეგეტას ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება კომპანიის მაღაზიათა ქსელში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი შეიძინოს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად shop.tegetamotors.ge -ზე და მიიღოს შენაძენი სახლში ან გაიტანოს კომპანიის ცენტრალური ფილიალიდან.

პროდუქციის მიწოდება ხორციელდება, ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით. შენაძენის გატანა ხდება ცენტრალური ფილიალიდან, შესყიდვის განხორციელებიდან მეორე სამუშაო დღეს.


თეგები :