• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

შავი პარასკევი ბინადარში

შავი პარასკევი ბინადარში

 

შავ პარასკევთან დაკავშირებით დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ მომავალ მობინადრეებს  განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში,  28, 29 და 30 ნოემბერს “ბინადარი ლისზე“ ბინებზე თეთრი კარკასის მდგომარეობით კვადრატული მეტრის ფასი  1715 ლარს შეადგენს, ერთიანი გადახდით.

 

აქცია მხოლოდ 3 ბინაზე ვრცელდება:

·         50.5 კვ. - 2 ოთახიანი

·          51.5 კვ. - 2 ოთახიანი

·          79.5 კვ. - 4 ოთახიანი

 

„ბინადარი ლისზე“ ლისის ტბიდან 900 მეტრში, სკოლებთან, ამბერკ ტაბიძის ქუჩაზე რეკრეაციული ზონის მიმდებარედ შენდება. ამ დროისთვის სრულდება პირველი 11-სართულიანი ბლოკის მშენებლობა და მიმდინარეობს 14 სართულიანი „ბ“ ბლოკის მშენებლობა.

„ბინადარი ლისზე“ კომპანიის ყველაზე გამორჩეული ეკო პროექტია, რომლის სლოგანია „აქციე ჯანსაღი ცხოვრების წესი შენს ყოველდღიურობად“. ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია და ეკონომიური ფასი ამ პროექტის მთავარი უპირატესობაა“.- აცხადებენ კომპანიაში.

დეველოპერული კომპანია ბინადარი ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. გამოირჩევა სტაბილურობით, დათქმულ ვადებში ხარისხით შესრულებული მშენებლობებით, დახვეწილი ვიზუალით, პრემიუმ კლასით, ხელმისაწვდომი ფასებითა და სანდოობით. ამ დროისთვის დასრულებულია სამი დიდი პროექტი - „ბინადარი ცაგარელზე“, „ბინადარი ნუცუბიძეზე“, “ბინადარი დადიანზე“. „ბინადარი ლისის“ პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე მასშტაბრი პროექტის მშენებლობა „ბინადარი ვაკეში“ და „ბინადარი დადიანზე 2“.

კომპანია დღეისათვის 700-მდე ლოიალურ და კმაყოფილ მობინადრეს ითვლის.


თეგები :