• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

არჩილ თაბაგარი: “სავანე ღვინის N1 ქარხანა” საზოგადოებას და სასამართლოს, 5 წელი ატყუებდა!

პროკურატურას აუცილებლად მივმართავთ, “სავანე ღვინის N1 ქარხანა”  საზოგადოებას და სასამართლოს, 5 წელი ატყუებდა!“ -  ამის შესახებ, “ღვინის ქარხანა #1-ისადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ურნალისტებთან, სააპელაციო სასამართლოში, “ღვინის ქარხანა #1-ისსასამართლოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

არჩილ თაბაგარის თქმით, მოსარჩელესააქციო საზოგადოებასავანე ღვინის #1 ქარხანამიზნად ისახავდა ქონების თაღლითური გზით მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან.

პროკურატურას მივმართავთ ჩვენ აუცილებლად, იმისთვის რომ გავარკვიოთ ეს ჯგუფი, რომელიც გვედავებოდა 5 წლის განმავლობაში. ისინი ცდილობდნენ ტყუილზე აგებული სარჩელით, სასამართლოში დაზარალებულების ილუზია შეექმნათ. ჩვენი აზრით, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმის, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ თაღლითური გზით ქონების მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან. მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული რომ, საკუთრება თავის დროზე ძალიან მართლზომიერად გაასხვისეს, საკუთრების დაბრუნების  არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ისინი 5 წელი ატყუებდნენ საზოგადოებას და სასამართლოს. ეს ჩვენ გვიჩენს იმის განცდას და შეგრძნებას, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საფარველის შექმნით მატერიალური გამორჩენა მიეღოთ. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეში ჩართული იყო ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორი. ეს პროცესები გაგრძელდება. პროკურატურისგან ფაქტების სამართლებრივ შეფასებას მოვითხოვთ.“,-ამბობს არჩილ თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომღვინის ქარხანა #1-ისსაქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის . #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენებისშპსარტ ღვინოსმიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელესააქციო საზოგადოება სავანე ღვინის #1 ქარხანა. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

დღეს კი, სააპელაციო სასამართლომ სავანე ღვინის #1 ქარხანისსარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.


თეგები :