• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

გამწვანება

ბინების ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტია საქართველოში. მომავალი მაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენისას, პირველ რიგში, მის ადგილმდებარეობას აქცევს ყურადღებას. რაც უფრო გამწვანებულია ესა თუ ის უბანი, მით უფრო ტენდენციურია იმ ადგილას ბინის ყიდვა. სამშენებლო კომპანიები ვალდებულებიც კი არიან, რომ სამშენებლო ობიექტების პროექტთან ერთად, რეკრეაციული ზონის მოწყობის გეგმაც წარადგინონ. ეს თავისთავად, არა მარტო გარემოზე ზრუნვითაა განპირობებული, არამედ მოსახლეობის სიმყუდროვესა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისკენ.

არქი ის ლიდერი კომპანიაა, რომელიც გარემოზე მაქსიმალურად ზრუნავს. კომპანია ცდილობს თავის თითოეულ პროექტში რეკრეაციული ზონა და მოსახლეობისთვის განკუთვნილი სკვერები გაითვალისწინოს. მაგალითად, არქი ისანი თავისი მწვანე საფარის მქონე სტადიონითა და საბავშვო ინვენტარით აღჭურვილი პარკით არის გამორჩეული.  კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის რეკრეაციისთვის 10 000 კვ.მ ფართობის მქონე ზონაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება არქი თამარაშვილს, რომელიც მიმდინარე მშენებლობაა,  მისი ერთ-ერთი უპირატესობა 6 000 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონაა, რომელიც დასასვენებელი სივრცის გარდა მოიცავს კეთილმოწყობილ ეზოს, საბავშვო და სპორტულ ზონას და, ამასთან ერთად, ის იპოდრომთან ახლოს მდებარეობს.

გარდა სამშენებლო პროექტებისა, არქი ხშირად აწყობს სხვადასხვა აქციას. კამპანიის „არქელები ზრუნავენ“ ფარგლებში კომპანია თავის მაცხოვრებლებთან ერთად ზრუნავს გარემოზე და გამწვანება-დასუფთავების აქციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს. ჩვენი სამშენებლო კომპანია ასევე პრეცენდენტებს ქმნის, მაგალითად, ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ 1 ხეს რგავს. ამ დროის მონაცემებით, სულ მცირე 3 500 ხის ძირია დარგული.

არქის ბინები თბილისში საუკეთესო არჩევანია უძრავი ქონების ყიდვის მსურველთათვის.  რეკრეაციული ზონა, სათამაშო და სპორტული მოედნები, გამწვანებული სკვერები, ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები ჩვენს მაცხოვრებელს დამატებით მყუდროებას და სიმშვიდის განცდას უქმნის.


თეგები :