• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

„თიბისი“ ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა

„თიბისი“ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღე გამართა. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში ჩატარდა და მას 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიებაზე „თიბისის“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა „თიბისი“ ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია.

ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თიბისის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციები შემდეგ თემებზე გამართეს: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორაციული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, „თიბისი“ დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

წელს „თიბისი“ ჯგუფმა ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ უმასპინძლა.


თეგები :