• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

ნამცხვარი "სიყვარული" (გემრიელი და ძალიან მსუბუქი, ცხიმის გარეშე)

  • კურაგა - 200 გ
  • ქიშმიში - 100 გ
  • ნიგოზი - 0.5 ჭიქა
  • 1 ლიმონის ცედრა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ქოქოსის ფანტელები - 2 ს/კ
  • ვანილინი - 1 შეკვრა
  • სოდა - 0.5 ჩ/კ
  • ძმარი - 1 ს/კ
  • ფქვილი - 1 ჭიქა
შოკოლადის მინანქარი – ნებისმიერი


მომზადება:


1. კურაგა და ქიშმიში მოათავსეთ თასში > დაასხით მდუღარე წყალი > 15 წუთის შემდეგ გაწურეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ > კურაგა გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

2. დაჭერით ნიგოზი (ძალიან წვრილად არა).

3. სახეხზე გახეხეთ ლიმონის ცედრა.

4. ათქვიფეთ თასში შაქარი და კვერცხი > დაუმატეთ: კურაგა, ქიშმიში, ნიგოზი, ქოქოსის ფანტელები, ცედრა და ვანილინი.

5. გახსენით სოდა ძმარში და ჩაასხით მასაში > დაამატეთ ახლად გაცრილი ფქვილი > მოზილეთ ცომი.

6. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი და მოაფიფქეთ ფქვილი.

7. მოათავსეთ მასზე ცომი > გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე.

8. შედგით გამოსაცხობად, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

9. ღუმლიდან გამოღების შემდეგ, ცოტა რომ შეგრილდება, დაჭერით გულის ფორმის ნამცხვრის საჭრელით > მორჩენილი ნაწილები დაფხვენით.

10. მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი > წაუსვით გულებს ზემოდან და გვერდებზე > გვერდებზე მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი > სუფრაზე მიტანამდე, შედგით მაცივარში.

თეგები :