მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
300-400 გ. ერთმანეთთან შეზავებული თხილი და ჩირი(ავტორმა გამოიყენა ქიშმიშის ორი სახეობა, შავი ქლიავის ჩირი, ხმელი მოცვი, ლეღვი და ნიგოზი;
2 ც. კვერცხი;
6 ს.კ ყავისფერი შაქარი;
6 ს.კ ფქვილი;
1/2 ჩ.კ გამაფხვიერებელი.
მომზადება:
გარგრის და შავი ქლიავის ჩირს ვჭრით, ვურევთ თხილთან და დანარჩენ ჩირთან ერთად; კვერცხს ვთქვეფთ და ვამატებთ სხვადასხვა ჩირის ნაზავს;ვამატებთ შაქარს, ფქვილს, გამაფხვიერებელს და ვურევთ ერთმანეთში;გამოსაცხობ ფორმას წავუსვამთ კარაქს და მიღებულ მასას მოვათავსებს მასში, ხოლო ფორმას ღუმელში 180 გრადუსზე ვათავსებთ, 45 წთ-ის განმავლობაში.